მთავარისიახლეებისამართალიერთწლიანი პირობითი სასჯელი ბაყაყებზე ნადირობისთვის

ერთწლიანი პირობითი სასჯელი ბაყაყებზე ნადირობისთვის

Published on

კიდევ კარგი, რომ ოზურგეთის პოლიციის სამოქმედო არეალი სამეგრელოზე  არ ვრცელდება და ამაზე უკეთესი,  რომ კაცია დადიანი მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა, თორემ ბაყაყების მოშენების მავნე იდეისათვის ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს.
 
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამართულ პროცესზე ჩინეთის მოქალაქეს ბაყაყებზე ნადირობისთვის ერთწლიანი პირობითი სასჯელი  მიუსაჯა. –  ინფორმაციას ამის შესახებ “გურიის მოამბე'' ავრცელებს.
გარემოს დაცვის პოლიცია აკონკრეტებს, რომ ჩინეთის მოქალაქე  მდინარე სუფსაზე არა უბრალოდ ბაყაყების მონადირებისთვის, არამედ  აკრძალული იარაღების, ანკესისა და ბადეხლართის გამოყენების გამო  დააკავეს, მაგრამ ამ ამბის მთავარ   ფიგურად ენაკვიმატ გურიაში მაინც   ბაყაყი  რჩება.
აღნიშნული პიროვნება, ლანჩხუთში ავტომაგისტრალის მშენებლობაზეა დასაქმებული.  ის სამხრეთ ჩინეთიდანაა, სადაც ბაყაყებსა და გველებს ჩვეულებრივად საკვებად იყენებენ.
დაკავებულს ჯარიმის სახით საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოსთხოვეს, რაზედაც მან უარი განაცხადა, სწორედ ამიტომ, მას სასჯელის სახით სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთწლიანი პირობითი მიუსაჯა.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...