მთავარისიახლეებიპოლიტიკანონა მამულაშვილი პარლამენტს ტოვებს: ,,ახლა, როცა ქვეყანა მიტაცებულია, მანდატი კარგავს აზრს''

ნონა მამულაშვილი პარლამენტს ტოვებს: ,,ახლა, როცა ქვეყანა მიტაცებულია, მანდატი კარგავს აზრს”

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს. მამულაშვილის თქმით, მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურების გავლით მიმართავს.

როგორც ნონა მამულაშვილი აცხადებს, როცა ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს, არ აპირებს ემსახუროს პარლამენტს, სადაც ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ.

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთვლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება  და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია – ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი”, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...