მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს პარლამენტი არის კარიკატურა'' - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

,,ეს პარლამენტი არის კარიკატურა” – ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

Published on

პარლამენტს კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. მამუკა ხაზარაძის შემდეგ წასვლის გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძემ მიიღო.

მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ის უახლოეს საათებში მიმართავს.

განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ უახლოეს ხანებში დავწერ, არ მჯერა, რომ ეს პარლამენტი როდესმე შედგება, ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ჩემი ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები- აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძე კომემტარს აკეთებს მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე, პარლამენტი დატოვოს.

,,მამუკამ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი პარლამენტში არ არის, რადგან გარეთ შეუძლია ბევრად უფრო ეფექტური იყოს. მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივს ვცემ. შარლ მიშელის დოკუმენტის მთელი არსი 5 პუნქტი იყო – კონკრეტული რეფორმები, რომლებიც უნდა გატარებულიყო საარჩევნო სისტემაში, სასამართლოში, მართლსაჯულების სისტემაში – ზოგადად და ა.შ. არც ერთი პუნქტი არ შესრულდა და ბოლოს საერთოდ, თავზე გადაგვახიეს ეს შეთანხმება. ოპოზიციამ რეფორმების სანაცვლოდ მოაწერა ხელი და შევიდა პარლამენტში. შესაბამისად, ის შეთანხმება აღარ არსებობს და პარლამენტში რატო უნდა იყოს?” აცხადებს იგი.

ამრიგად, პარლამენტის  დატოვების გადაწყვეტილება ამ დროისათვის ორ დეპუტატს აქვს მიღებულია. არ არის გამორიცხული, კიდევ გაიზარდოს იმ  პოლიტიკოსების რიცხვი, ვინც გაყალბებული არჩევნების გამო პროტესტს შეუერთდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან ახალი მიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დატოვონ პარლამენტი.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...