მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატები გეგმავენ, სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ

ადვოკატები გეგმავენ, სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ

Published on

დაცვის მხარე გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის საქმეთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული და ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“შიმშილობა არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ძალაინ მძიმე პერიოდია. ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, ჩვენ მათ ვიყენებთ, მაგრამ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია. აქედან გამომდინარე, ადგილზე სამართლის პოვნა არის ძალიან რთული. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზა”. – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს არის დანიშნული. ეს სააკაშვილის შიმშილობის 41-ე დღე იქნება.

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...