მთავარისიახლეებიაღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს - "დემოკრატიის ჰაბს"...

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის

Published on

ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური გაძლიერების მხარდაჭერისთვის, ვხსნით ახალ ოფისს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისებაა.

“დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვისა და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც, ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ – 48.90%.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...