მთავარისიახლეებიპოლიტიკადაიწყეთ შიმშილობა მთელი პარტიის ლიდერშიპმა! - თეა თუთბერიძე ენმ-ის ლიდერებს მიმართავს

დაიწყეთ შიმშილობა მთელი პარტიის ლიდერშიპმა! – თეა თუთბერიძე ენმ-ის ლიდერებს მიმართავს

Published on

“ან სასწრაფოდ მიდით (მიხეილ სააკაშვილთან,-რედ.) და დაარწმუნეთ რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ისე გააგრძელოს ბრძოლა, ან არა და კეთილი ინებეთ და დაიწყეთ შიმშილობა მთელმა პარტიის ე.წ. ლიდერშიპმა!”, – წერს ფეისბუქზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “კმარას” ერთერთი დამფუძნებელი თეა თუთბერიძე და ენმ-ის დეპუტატების ნაწილს სასესიო დარბაზში, ნაწილს კი რუსთავის ციხესთან აქციებისა და შიმშილობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

“ენმ-ის დეპუტატებო, ან ადგებით და აი ახლა, სწორედ ახლა, დღესვე წახვალ პარლამენტში და სასესიო დარბაზში გამოაცხადებთ და დაიწყებთ შიმშილობას პარლამენტის შენობაში, ასევე, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა პარლამენტში შესული დეპუტატების გარდა, გაშლით კარვებს რუსთავის ციხესთან და გამოაცხადებთ უვადო შიმშილობას ყველა ერთად (ნაწილი პარლამენტში, ნაწილი რუსთავის ციხესთან), ან არა და ზუსტად იცოდეთ, მიშა თუ მოკვდება პუტინის ტყვეობაში მარტო მიტოვებული, მაგ ქვეყნის მომავლის საბოლოო დამსამარებელი ბიძინა ივანიშვილთან ერთად იქნებით თქვენც და ზუსტად ისევე აგებთ თითოეული თქვენგანი პასუხს, როგორც ქართულ ოცნებას მოუწევს!!!

დამიჯერეთ, საშინელება მოგელით და ვერ აანალიზებთ ჯერ! ნუ გგონიათ მიშას რამე დაემართება და თქვენ სადმე მოჯდებით ან პარტიაში მომჯდარი დარჩებით, ძალიან ცდებით!!!
რა ბათუმი, რა ზუგდიდი და რა ქუთაისი?!!! ვის ამაიმუნებთ?!!! რა გგონიათ მიშას ბოლომდე ფეხებზე დაკიდება შეგრჩებათ?! იმ პარტიის ოფისებში რომ ხართ წამოსკუპებული ეს 9 წელი, წინა 9 წელზე აღარ დავწერ, ხელფასი არ მოგიკლიათ და კომფორტი, გგონიათ თქვენი და ჩემი პასუხისმგებლობა ერთნაირია დღეს???!!

აბა გეგმა გვაქვს მიშას გათავისუფლებისო??? ეგაა თქვენი გეგმა ადამიანი უკვე 32 დღეა შიმშილობს და არავინ იცის რა წუთში რა მოხდება??!! ან სასწრაფოდ მიდით და დაარწმუნეთ რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ისე გააგრძელოს ბრძოლა, ან არა და კეთილი ინებეთ და დაიწყეთ შიმშილობა მთელმა პარტიის ე.წ. ლიდერშიპმა!”, – წერს თეა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 32-ე დღეა, რუსთავის ციხეში, სამარტოო საკანში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი საქართველოში ჩამოდის – შიმშილობის 32-ე დღე

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...