მთავარისიახლეებიპოლიტიკახელჩართული ჩხუბის დროს პოლიციელებს სცემეს - დაპირისპირება ყარაჯალაში

ხელჩართული ჩხუბის დროს პოლიციელებს სცემეს – დაპირისპირება ყარაჯალაში

Published on

ტვ პირველის ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალაში ერთმანეთს ადგილობრივები და პოლიციელებიდაუპირისპირდნენ. დაშავებულია სამი პირი, რომლებიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამიდან ერთს გულ-მკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება.

როგორც ირკვევა, ჩხუბი ნასვამ მამაკაცებს შორის გვიან ღამით დაიწყო, ადგილზე პოლიციის მისვლას კი ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15 მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიიგე ჯგუფები.

სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.
ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მომხდარ მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქ. სსკ- ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი”- წერია განცხადებაში.

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...