მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ბაქარ კორშიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ბაქარ კორშიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

Published on

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისამართლემ ის მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარითაც დააჯარიმა.
 
კორშიას ადვოკატის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე, დაცვის მხარე პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართავს.
 
ყორშია მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განმუხურში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
 
სამართალდამცველებმა განმუხურში იმავე ბრალდებით კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ბრალს აღიარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...