მთავარისიახლეებიკონფლიქტებირას ყვებიან გუდაუთაში რუსეთის იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად დაშავებულები და თვითმხილველები

რას ყვებიან გუდაუთაში რუსეთის იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად დაშავებულები და თვითმხილველები

Published on

იარაღის საწყობის აფეთქებას პრიმორსკოეში ხანძარი უძღოდა წინ – ამბობენ თვითმხილველები. 
,,თავდაპირველად საწყობებიდან ბოლო ამოვიდა, ხოლო შემდეგ ცეცხლის ალებიც გამოჩნდა. მალე ცალკეული აფეთექებების ხმაც გაისმა, თითქოს ჭურვები ფეთქდებოდა. – ამბობს საწყობიდან 100 მეტრში მდებარე გოგირდოვანი წყლის აბანოების  თანამშრომელი.
 
მისი თქმით,  ,,ამ ადგილიდან ძნელი იყო გარჩევა, რა ხდებოდა სინამდვილეში, რადგან საწყობი გორის გადაღმა მდებარეობს და ხშირი ტყის საფარველით არის  გარშემორტყმული. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ იქ რაღაც მცირე ნაგებობები და მიწისქვეშა საწყობებია, სადაც საბრძოლო მასალები ინახება. საბჭოთა დროში აქ სამოქალაქო თავდაცვის საწყობი იყო, რაც არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ამიტომ   ირგვლივ უშუალოდ ეკვრის იმ დროში აშენებული აგარაკები და საცხოვრებელი სახლები, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.’’
 
 
ხანძრის მიზეზები ჯერაც დაუდგენელია, თუმცა არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწყობში შემდუღებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. 
სხვა ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ხანძრის მიზეზი ჩაუმქრალი სიგარეტის გადაგდება გახდა – აფხაზეთში სიცხე 30 გრადუსს სჭარბობს, საწყობის ტერიტორიაზე ბალახი და ბუჩქნარები გადამხმარია
 ,,მცირე აფეთქებების შემდეგ გაისმა მძლავრი აფეთქების ხმა და ცაში სქელი თეთრი კვამლის სოკო აიჭრა, მისი დანახვა სოხუმის გზატკეცილიდანაც შეიძლებოდა, ადგილიდან, რომელიც საწყობს ერთი კილომეტრით არის დაშორებული.
 
 
ამ დროს გოგირდოვან ჩანჩქერზე ძალიან ბევრი მობანავე იყო – ვცურავდით, სამკურნალო ტალახს ვიცხებდით, – ამბობს ერთერთი დაშავებული, რომელიც ახლა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსი მკურნალობს. – დამსვენებელთა  ნაწილი წყაროზე ჩასასვლელად თავის ჯერს ელოდა, ნაწილი კი უკან, დასახლებაში  ბრუნდებიდა, როცა მოულოდნელად აფეთქება გაისმა და ნამსხვრევების წვიმა წამოვიდა. ყველანი შოკში ჩავცვივდით – ვერ გაგვეგო, ომი დაიწყო თუ თვითმფრინავი ან სულაც ბომბი  ჩამოვარდა.  – ყვება იგი, ხალხი პანიკურად ეცემოდა მიწაზე, ნაწილი სადღაც გარბოდა თავის შესაფარებლად, აფეთქებები კი გრძელდებოდა და ირგვლივ ნასხვრევები ცვიოდა''. 
 
 
არავინ იცის, რა ხდება საწყობის ტერიტორიაზე, მაგრამ პრიმორსკოესკენ მიმავალი გზა და მთელი  შემოგარენი ახლაც ამ ნამსხვრევებით არის მოფენილი. წყაროსთან აგებული შენობა მძიმედ არის დაზიანებული, ნასხვრევები ყრია აბაზანებშიც. 
გზაზე პოლიცია მორიგეობს, წყაროსთან მისასვლელი გადაკეტილია. ისინი ასუფთავებენ ტერიტორიას, განმნაღმველები გაფანტულ საბრძოლო მასალებს აგროვებენ და ხალხს თხოვენ ხელი არ ახლონ საეჭვო საგნებს .
 
შეგახსენებთ, 2 აგვისტოს გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში რუსეთის ჯარების იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ოკუპირებული აფხაზეთის ჯაბდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 2, დაშავებულია 62 ადამიანი,  აქედან 27 რუსეთის მოქალაქეა, ძირითადა დამსვენებლები, პეტერბურგელია დაღუპული 2  ტურისტი ქალიც.  
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ყველა უნდა ადიდებდეს გამორჩეულ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს მამაცობისთვის-კობახიძე

ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე დღე თქვენს წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი იდენტობა...

ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. ინფორმაციას BBC...

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გარდა ამისა,...

საქართველოში პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს - დიპლომატიური უწყება ევროპის და განსაკუთრებით პოლონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს,...