მთავარისიახლეებიპოლიტიკაკოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ქართულ ოცნებას მიმართავს შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ქართულ ოცნებას მიმართავს შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა

Published on

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ფეისბუქზე, დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მმართველი პარტიის წარმომადგენლება მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.

“დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ” , – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აქვეყნებს კონკრეტული ფაქტების ამსახველ ვიდეოებს, რომელთა თანახმად, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულას – 2, მთავარი არხის – 2, TV პირველის – 3, TV 25-ის – 1, New Press-ის – 1 და on.ge-ს ერთ ჟურნალისტებზე თავდასხმას.

ასევე, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან TV მონიტორინგის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა.  TV მონიტორინგის დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.

არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს კანონის თანახმად მოქმედებას, ქართულ ოცნებას მიმართავს შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ხოლო შსს-ს ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...