მთავარისიახლეებიპოლიტიკახმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას - მამუკა ხაზარაძე

ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას – მამუკა ხაზარაძე

Published on

ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვასა და ძალიან სწრაფ რეფორმებზე თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით- თქვა ლელოს ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მოადგილეობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ. – ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარალამენტის თავმჯდომარე ასე ღიად უგულვებელყოფს ჩვენს კანონმდებლობას და მისგან განსხვავებით მე, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ მივეცი ხმა ცვლილებებს, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებსა და განვითარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რა გამოწვევების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე, არამარტო შიდა პოლიტიკაში, არამედ ჩვენ გეოპოლიტიკური გამოწვევები გვაქვს სერიოზული, ეს არის ვექტორი, რომელიც წლების განმავლობაში იცვლება ჩრდილოეთისკენ ქართული ოცნების მეშვეობით. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ეს მეორე ტურები, იქ, სადაც ტარდება ადამიანებმა მისცენ ცვლილებას ხმას, რომ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 30 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და თავისუფლება არის ევროპული კურსი, დემოკრატიული მართვა, განვითარება არის კოალიციური მართვა და მრავალხმოვანება პოლიტიკაში.”

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ: „სამწუხაროდ...