მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთში მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძემ გადაწყვიტა საარჩევნო პროცესი უშუალოდ...

ფოთში მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძემ გადაწყვიტა საარჩევნო პროცესი უშუალოდ ,,გააკონტროლოს”

Published on

ფოთში მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძემ გადაწყვიტა საარჩევნო პროცესი უშუალოდ გააკონტროლოს და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან – დედასთან და მამასთან მივიდა. მთავარი არხის კამერამ ის დააფიქსირა, თუმცა ვაჭარაძე უბანზე ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტს უარყოფს.

თავად ვაჭარაძე ამბობს, რომ დედამისი დამკვირვებელია, ხოლო მამა მის სანახავად მივიდა – “მამაჩემი ჩემ სანახავად მოვიდა, სხვათა შორის გუშინ ჩამოვიდა ” – ამბობს ვაჭარაძე და მედიას ტყუილებში ადანაშაულებს

საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფებიან ქალაქის მერიის მოქმედი თანამშრომლებიც.

ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ყველა დარღვევის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია.

ცოტა ხნის წინ გააკეთა საკუთარი არჩევანი ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა. გიგი უგულავა მოსახლეობას მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს. მან გიორგი გახარია მხარდამჭერებს მიმართა, რომ ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის და თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია – “პირდაპირი მნიშვნელობით გადასარჩენია ქალი და ქვეყანა. ეს ქალაქი ჩვენია და არა იმ რამდენიმე ოჯახის, რომლებმაც დაინაწილეს” – ამბობს უგულავა.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...