მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულად მობილიზებულია ზუგდიდში, რადგან, მისი თქმით, “პროვოკატორების რესურსი სხვაგან იმდენად არა აქვთ”.
მისივე თქმით, ენმ-ს აქტივისტებმა ზუგდიდში რამდენიმე სამართალდარღვევა ჩაიდინეს და ამის გამო რამდენიმე უკვე დააკავეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, მე-20 უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა.