მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მანქანები მოძრაობენ, რომლებიც კარუსელის დატრიალებას გეგმავენ - ანა წითლიძე გვარებს ასახელებს

ზუგდიდში მანქანები მოძრაობენ, რომლებიც კარუსელის დატრიალებას გეგმავენ – ანა წითლიძე გვარებს ასახელებს

Published on

ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე გვარებს სახელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ზუგდიდში მობილიზებული პირების დახმარებით, ე.წ. კარუსელის მეშვეობით ხმების გაყალბებას გეგმავს.

“ფიზიკური დაპირისპირება გვქონდა ზუგდიდის მე-20 უბანზე, ასევე, ზუგდიდის 81-ე უბანზე, სადაც ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც შეეცადა საჩივრის დაწერას, გაარტყეს ხელი “ქართული ოცნების” დამკვირვებლებმა. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით ზუგდიდის 31-ე და მე-18 და სხვა უბნებზეც იქნებიან მობილიზებული და შეეცდებიან კარუსელის განხორციელებას და ვთხოვ ყველა ჩვენს წარმომადგენელს დააკვირდნენ ამ ადამიანებს: ბექა გასაშვილი, ლევან ბასარია, ალეკო გელენავა, შოთა ჭანტურია და ლაშა ცომაია. ასევე, ქალაქში გადაადგილდებიან მანქანები, რომლებიც ასევე ცდილობენ კარუსელის დატრიალებას.

ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას და ვთხოვთ რეაგირებას. ასევე დაკავებულები არიან ჩვენი დამკვირვებლები ზუგდიდის მე-20 უბანზე: გიორგი მუმლაძე და სხვებზე ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ იცით, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი”,- ამბობს ანი წითლიძე.

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...

საფრანგეთში არეულობის ზარალი შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს აჭარბებდეს

საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. ამის შესახებ სააგენტო...