მთავარისიახლეებიპოლიტიკაორი პირადობის მოწმობა ერთი და იგივე პირისთვის - ენმ-მ მტკიცებულება გაასაჯაროვა

ორი პირადობის მოწმობა ერთი და იგივე პირისთვის – ენმ-მ მტკიცებულება გაასაჯაროვა

Published on

ერთერთი მეთოდი, რითაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, ეს არის ერთი და იგივე პირისთვის წინასწარ დამზადებული ორი პირადობის მოწმობის გადაცემა, სადაც ფოტოსურათი იდენტურია, არ ემთხვევა მხოლოდ გვარი და პირადობის მოწმობების სერიული ნომერი, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ენმ-ის ოფისიდან თამარ კორძაიამ განაცხადა და მტკიცებულების სახით ორი პირადობის მოწმობა გაასაჯაროვა.

“მესმის, რომ პირად მონაცემებს ვაქვეყნებთ, მაგრამ საჯარო ინტერესი მოითხოვს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ, რომელმაც, ასევე, სხვა დარღვევებზეც ისაუბრა.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება იმ 20 ოლქში, სადაც გამარჯვებული პირველ ტურში, 2 ოქტომბერს ვერ გამოვლინდა. ცესკოს მონაცემებით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,18% შეადგინა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...