მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: "ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს და ქართულ ოცნებას მოვუწოდებ არ ინერვიულონ,...

ნიკა მელია: “ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს და ქართულ ოცნებას მოვუწოდებ არ ინერვიულონ, რადგან ასე მუშაობს დემოკრატია”

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ “ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს” და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, “არ ინერვიულონ, რადგან ასე მუშაობს დემოკრატია”.

“ბევრჯერ ითქვა ამ დღეების განმავლობაში, ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი. მე ვფიქრობ იმაზე, რასაც ახლა ვსაუბრობ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება. მსგავსი არაფერი არ შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია. მე მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შიშები ხელისუფლების დათმობის, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში. ეს ყველაფერი იწყება თბილისიდან და თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზე”, — განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გამარჯვებას კოალიციური მმართველობა მოიპოვებს.

“დარწმუნებული ვარ ძალიან, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს და გამოცხადება საარჩევნო უბნებზე 10:00 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. თქვენ იცით, რომ ტრადიციულად, როგორც წესი მეორე ტურებში ყველგან, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც გამოცხადება საარჩევნო უბნებზე ნაკლებია, ვიდრე მეორე ტურში, მაგრამ წელს არის გამონაკლისი.

რისი მოლოდინიც გვქონდა, ის ხდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და თბილისი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ. სასიხარულოა, რომ არის უდიდესი ისტორიული შანსი, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი, თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, შევცვალოთ თბილისი უკეთესობისკენ, შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება იქნება, არის საწინდარი, გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული”, — განაცხადა მერობის კანდიდატმა.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...