იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებას გამოეხმაურა
როგორც ის ამბობს, თუ საჭირო იქნება, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად, ვერტმფრენსაც გამოიყენებენ.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, – თქვა ბრეგაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში.