მთავარისიახლეებიპოლიტიკავაშინგტონში თვლიან, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში ...

ვაშინგტონში თვლიან, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში სიფრთხილე მართებს

Published on

რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა.  
ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის პოლიტიკის ყოფილი დირექტორი და იეილის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას გრამი ამბობს, რომ რუსეთი სირიაში დაჯგუფება ,,ისლამისტურ სახემწიფოს'' კი არ ევრძვის, არამედ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გამყარებას ცდილობს.  " მთავარი მიზანი ასადის რეჟიმის კონსოლიდაციაა. რუსებმა რამდენიმე ისლამისტური ძალა დაბომბეს, მათ შორის, ალ ნუსრაც. მაგრამ იმ სახედრო ტექნიკითა და იმ შესაძლებლობებით, რომლებიც რუსებს სირიაში აქვთ განლაგებული, კრემლს ისლამურ სახელმწიფოზე იერიშის მიტანა ძალიან გაუჭირდება", -განაცხადა გრამმა.
გრემი დარწმუნებულია, რომ სირიაში ოპერაციის დაწყების გამო ისლამისტები რუსეთს სამიზნედ ამოიღებენ. შედეგად, ტერორისტული აქტები არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ  შესაძლოა, მოსკოვშიც გახშირდეს. ამის შემდეგ კი, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.
"რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ თემაზე რუსეთი საუბრობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. ეს მათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ და თან ცალი თვალი რუსეთზე ეჭიროთ",- განაცხადა გრამმა. 
 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...