მთავარისიახლეებიპოლიტიკასენაკელებს არ ენდობიან: კომისსი წევრები სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოჰყავთ

სენაკელებს არ ენდობიან: კომისსი წევრები სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოჰყავთ

Published on

“საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეებს ცვლიან, კონკრეტულად სენაკში აბაშიდან ჩამოიყვანეს “ქართული ოცნების” კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, რომლებმაც გაყალბებაში “თავი გამოიჩინეს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ ისაუბრა.

კობა ნაყოფია ამბობს, რომ მიუხედავად “ოცნების” ტრიუკებისა, მზად არიან ტექნოლოგიურადაც და ადამიანური რესურსებითაც, რომ სენაკელების ხმები არ მოაპარინონ.

საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს, თავმჯდომარეებს ცვლიან, იმიტომ რომ სენეკალებს არ ენდობიან და პირველ ტურში მათი მუშაობით, როგორც ჩანს, უკმაყოფილოები არიან. კონკრეტულად სენაკში ჩამოიყვანეს აბაშიდან, ვინც კარგად გამოიჩინა თავი, ძირითად ეს არიან მასწავლებლები, გადმოისროლეს გამყალბებელთა რაზმი სენაკში და ჩაანაცვლეს სენაკელები…

აბაშაში რამდენიმე ლოკაციაზე სიებს ადგენენ კარუსელებისთვის გამოსაყენებლად ხვალ. აბაშაში მეორე ტური არ არის და ახლა აბაშელებს იყენებენ იმისთვის, რომ კარუსელები დაატრიალონ სენაკში. ამ ინფორმაციას ვიღებთ მოსახლეობისგან, მათი შტაბიდან ჟონავს ინფორმაცია. ყველაფერი ვიცით, სახელები და გვარები ვიცით, – ამბობს კობა ნაყოფია.

გარდა გაყალბების სხვადასხვა მეთოდებისა, სენაკის მერობის ოპოზიციის კანდიდატი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ სენაკში მოსახლეობის დასაშინებლად ორი კრიმინალური ავტორიტეტი ჩაიყვანეს.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...