მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ...

მიხეილ სააკაშვილი: “იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ეს სიყვარული მაცოცხლებს”

Published on

“იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე”, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას. მისი მორიგი განცხადება რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.

რატომ ვშიმშილობ? იმიტომ რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით, ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი თვეა. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს და შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება. იმიტომ რომ არ არის დაცული არცერთი სამართლებრივი ნორმა, თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და დაერევაო, სინამდვილეში, ჩამოვედი უხმაუროდ, თავი ავარიდე პროვოკაციას, უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყვარს და არ მინდა, ვინმეს რამე დაუშავდეს.

ბოლო ორი დღე ორი ადამიანი საუბრობდა ჩემზე, ღარიბაშვილმა თქვა, უნდა მოკვდეს თვითმკვლელობის გზით ან კრიმინალებთან გადაყვანითო და მეორე, ჩემთან იყო მეუფე გრიგოლი, რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა და მან ჟურნალისტებს უთხრა – სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი პირადი ბოღმა და ამიტომ, პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო. მეუფე გრიგოლთან ერთად, ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როდესაც ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალებით აღვადგინეთ და ცალკე თეატრი ავაშენეთ.

რა თქმა უნდა, ამჯერად არ მსურს არცერთი თანამდებობა ან პოსტი, ხვალ თქვენ გადაწყვეტთ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშობლოს.

თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული, ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. მიხეილ სააკაშვილი უკვე 29-ე დღეა, რუსთავის ციხეში შიმშილობს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...