მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს დილით ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქებული სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე ორი...

დღეს დილით ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქებული სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე ორი ტურისტი ქალის ცხედარი იპოვეს

Published on

დღეს დილით  ოკუპირებულ აფხაზეთში, პრიმორსკოეში  აფეთქებული  სამხედრო საწყობის ტერიტორიის უსუალო სიახლოვეს  ორი ქალის ცხედარი იპოვეს, ორივე  აფეთქების შედეგად არის დაღუპული – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ორივე შემთხვევაში  საბრძოლო მასალის  ნამსხვრევებისგან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებია. 
 
„დადგენილია მათი ვინაობა – დაღუპულები სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოსული ტურისტები არიან,  ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა“, – აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა მიზან ლომიამ განაცხადა. 
 
აფხაზეტის შშ სამინისტროში აცხადებენ, რომ ტურისტები დაიღუპნენ პირველი აფეთქებების დროს, როცა საწყობის სიახლოვეს მდებარე ჩანჩქერიდან ბრუნდებოდნენ. ჯერ კიდე გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომ  მეგობრები ეძებდნენ სამ ტურისტს, მაგრამ რადგანაც აფეთქებები ოთხი საათის განმავლობაში ( 16.30 – 20. 30 ) გრძელდებოდა, საწყობის შემოგარენის დათვალიერება სეუძლებელი იყო. ზებნა დაიწყო მხოლოდ აფეთქებების დამთავრების შემდეგ, თუმცა  ჩამოწოლილ სიბნელეში ამან შედეგები ვერ გამოიღო.  დილით ნაპოვნი ქალებიის ცხედრები  ექსპერიზის ბიურიოშა ფგადასვენებული. მესამე ტურისტს კი აქამდე ეძებენ. 
 
ამრიგად, აფეთქების შედეგად   დაღუპულთა  და დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, ჰოსპიტალიზებულია 27 ადამიანი, მატგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.  
 
შეგახსენებთ გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა.
 
 სოფელ პრიმორსკში არავის არ უშვებენ, სოხუმში კი რუსეთის დიპლომატიური მისია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გუდაუთის რაიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
 
 
 

 



 

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...