მთავარისიახლეებიპოლიტიკა ,,მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში'' - გიგი უგულავა

 ,,მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში” – გიგი უგულავა

Published on

„როდესაც ხელისუფლებას უსინდისობის და მარაზმის მეტი არაფერი აქვს შესათავაზებელი, ჩვენი პასუხი მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი – ეს არის გამარჯვება.

როდესაც ხელისუფლებას პედაგოგები, ექიმები, უბრალო სახელმწიფო მიხელეები 400 კმ-ზე მიჰყავს იმიტომ, რომ მარტო ტაში აკვრევინოს და ის ხალხი ტაშს არ უკრავს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გავათავისუფლოთ ის ხალხი, გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ აღარ იყოს პოლიტპატიმარი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში“,-განაცხადა  ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში, ოპოზიციის აქციაზე

მისი თქმით, ოპოზიცია იბრძვის არა ერთი პარტიის მეორით ჩანაცვლებისთვის, არამედ კოალიციური მმართველობისთვის. უგულავს შეფასებით, სწორედ ეს არის ის მმართველობა, რომელიც თითოეულ ადამიანს „სიკეთეს მოუტანს“.

„უბადრუკია ის ხელისუფლება, რომელსაც ჰგონია, რომ ხელისუფლების მიტინგები რაოდენობით იზომება. სამარცხვინოა ხელისუფლების მიტინგები იმის ნაცვლად, რომ ხალხის გასაჭირზე საუბრობდნენ, იმის მაგივრად, რომ ის ფული თუნდაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დაერიგებინათ, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლების მიტინგი არის მარაზმი, ჩვენ დავინახეთ, როგორ სწრაფად, უემოციოდ იშლებოდნენ ის ადამიანები. ჩვენ არ უნდა შევიზიზღოთ ის ხალხი, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, დღეს მოქალაქეებს ხელისუფლების ეშინიათ და ეს საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...