მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ანაკლიაში უძრავი ქონება ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვა.

ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ანაკლიაში უძრავი ქონება ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვა.

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ანაკლიაში უძრავი ქონება ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. როგორც სამართლებრივ აქტში ვკითხულობთ, ქარჩავას სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის არეალში მოექცა, რის გამოც „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორმა ორგანიზაციამ – შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“ ქარჩავას ქონების გამოსყიდვის მიზნით მიმართა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, საკომპენსაციო თანხის შეთავაზებაზე ქონების მესაკუთრის, კერძოდ კი მისი რწმუნებულისგან არც თანხმობა მიუღია და არც – უარი. „მინდობილ პირს გამოსყიდვის შეთავაზებით განსაზღვრულ ვადაში შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების (თანხმობა ან უარი) თაობაზე პოზიცია არ განუცხადებია. მითითებულ შეთავაზებაში განმარტებულია, რომ ვადის გაშვება განიხილება როგორც უარი. დადგენილია, რომ გამოსყიდვის შეთავაზებებით მესაკუთრეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ უარის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს. ამასთან, ექსპროპრიაციის შემთხვევაში მესაკუთრე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მიიღებდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას“, – ნათქვამია სამართლებრივ აქტში. თემურ ქარჩავას იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელზეც ექსპროპრიაციის წესი გავრცელდა, საკანონმდებლო მაცნეზე, შესაბამის დოკუმენტშია მოცემული. შეგახსენებთ, რომ ქარჩავა ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინურ სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინასთან“ ერთად მონაწილეობდა.
 
წყარო: ბიზნესმედია

სიახლეები

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...

ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი...

შიდა ქართლში 2 კგ-მდე “მეტადონი” და 0,5 კგ “ალფა-პვპ” ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროსი ინფორმაციით, შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის...

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...