მთავარისიახლეებიპოლიტიკასენაკის მეორე ბრიგადის ორი ბატალიონი დგას სამთავრობო მიტინგზე, 1400 ჯარისკაცი - ეკა...

სენაკის მეორე ბრიგადის ორი ბატალიონი დგას სამთავრობო მიტინგზე, 1400 ჯარისკაცი – ეკა ხერხეულიძე

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ეკა ხერხეულიძე წერს, რომ ხელისუფლების დავალებით, ჯარისკაცებს ფორმები გახადეს და სამოქალაქო ტანსაცმლით თბილისში, “ქართული ოცნების” ორგანიზებულ მიტინგზე წასვლა უბრძანეს.

“ამ წუთისთვის,რაც დანამდვილებით ვიცი სენაკის მეორე ბრიგადის ორი ბატალიონი დგას სამთავრობო მიტინგზე”, – წერს ეკა ხერხეულიძე “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, ერთ ბატალიონში 700 ჯარისკაცი შედის.

“ქვეყანას ჰყავს შეირაღებული ძალების 5 ბრიგადა.თითოეულ ბრიგადაში შედის 5 ბატალიონი.ბატალიონში შედის 700 ჯარისკაცი.
შეიარაღებული ძალების შექმნის დღიდან დღემდე არავის უკადრია ჯარისკაცისთვის გაეხადა ფორმა და სამოქალაქო ტანსაცმლით გაეშვათ სამთავრობო მიტინგზე.
ამ წუთისთვის,რაც დანამდვილებით ვიცი სენაკის მეორე ბრიგადის ორი ბატალიონი დგას სამთავრობო მიტინგზე.
მსავსი უღირსობა არასდროს არავის არ უკადრია
საქართველოს მთავრობა თქვენ იმაზე იფიქრეთ,სახლში დაბრუნებულები ვის მისცემენ ხმას”, – წერს ეკა ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ დღეს თბილისში ხალხმრავალი აქცია დაანონსა და რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით ათეულ ათასობით საჯარო მოხელე და პარტაქტივი დილიდან დაიძრა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ “შემაჯამებელ მიტინგზე” მოსახლეობას ხვდება.

სიახლეები

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...