მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილის გაღმა შემოდავება: " მოგიწოდებთ მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის...

ღარიბაშვილის გაღმა შემოდავება: ” მოგიწოდებთ მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზე

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის გამო აკრიტიკებს. ქარელში პრემიერს ჰკითხეს, აიღებდა თუ არა პასუხისმგებლობას, თუ მიხეილ სააკაშვილი დაიღუპებოდა.

“მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზე. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობდეთ?! არ შეიძლება ასეთი… აი, ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს! როგორ შეიძლება, ასე რომ ლაპარაკობთ – თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის…

როგორ შეიძლება, ასეთ ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი, არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ…

იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს, ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ, ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი და შესაბამისი აპარატურის… დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ” – თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...