მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთპარტიულ ინტრესებში ჩარჩენილი იუსტიციის მინისტრის ვნებანი

ერთპარტიულ ინტრესებში ჩარჩენილი იუსტიციის მინისტრის ვნებანი

Published on

,,თუ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის მოლაპარაკებები და შეთანხმება გადმოცემის შესახებ," – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
 
„თუკი უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება, საქართველოსთან ამ საქმეზე თანამშრომლობის, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, მოცემული ბრალდებულის გადმოცემის შესახებ. რაც შეხებ, სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუკი ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება უკვე ამ ქვეყნებთან სამართლებრივ კონსულტაციები, მათ შორი მოლაპარაკებები და შეთანხება გადმოცემის შესახებ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა
 
"სამწუხაროა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ გამოდის სახელმწიფოებრივი ინტერესის ჭრილიდან და ის კვლავ საუბრობს შიდა ბოღმაზე, რაც მას და "ქართულ ოცნებას" აქვს,“ – ასე ეხმაურება წულუკიანის განცხადებას  ხატია დეკანოიძე.  
 
„ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და აშშ უჭერს მხარს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამ ფონზე, იუსტიციის მინისტრი, "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაპირისპირების მიმართულებით ბოღმას ანთხევს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კვლავ დევნაზე," – 
 
ხატია დეკანოიძის თქმით, "სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა, ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში საქართველოსთვის." – აცხადებს დეკანოიძე.
 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...