მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი..." - ზუგდიდში "კუნთმაგარი ბიჭები" გამოჩნდნენ

“სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი…” – ზუგდიდში “კუნთმაგარი ბიჭები” გამოჩნდნენ

Published on

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ხუთი დღით ადრე ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. კუნთმაგარი ბიჭები გამოჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამეგრელოს დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ, – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ეს ადამიანები ისეთ სასტუმროებში განათავსეს, სადაც რემონტი მიმდინარეობს და ამ მიზეზით, სხვა ვიზიტორებისთვის დახურულია.

“არავითარი დავალება არ მიგვიღია, სამეგრელოში ვარ სტუმრად ჩამოსული, არ შეიძლება? ნიკა ვარ, სამხარაძე”, – ამბობს ერთერთი მათგანი, რომელიც მოგვიანებით ასევე, აცხადებს, რომ ჩამოვიდა, რადგან “მიშა უნდა დაასრულოს”:

“ნაციონალები არიან ჯალათები, თქვენ ხართ ჯალათები, ნიკა გვარამია არის ჯალათი. მიშა უნდა დავასრულო და ნაციონალური მოძრაობა, მე პირადად”, – ამბობს ის.

“სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი, რა დავალება, არავითარი დავალება არ მაქვს, არ ვმუშაობ, დაუსაქმებელი ვარ”, – ამბობს მეორე.

ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ზუგდიდში მის მხარდასაჭერად სხვა რეგიონებიდანაც ბევრი ადამიანია ჩამოსული, ხოლო ასევე ზუგდიდში მყოფი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არ იცის ამ ჯგუფის შესახებ და არც ის, თუ სად მდებარეობს სასტუმრო, თუმცა, სუბარი ამბობს, რომ “სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად დასრულდება” და “ოცნება “დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს”.

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...