მთავარისიახლეებიპოლიტიკამაიკ პენსი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება. ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიები...

მაიკ პენსი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება. ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიები მიწვეული არ არიან

Published on

,, პატრიოტთა ალიანსი''  და „ დემოკრატიული მოძრაობა“ არ არიან მიწვეული მაიკ პენსის შეხვედრებზე  საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან , რომელიც ხვალ "თბილისი მარიოტშია "დაგეგმილი
 
საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნის შიგნით არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ისაუბრებს. პარტია პოსტ-საბჭოთა სივრცეში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც დააყენებს.
 
„ევროპული საქართველოდან“ მაიკ პენსთან შეხვედრას დავით ბაქრაძე დაესწრება. პარტიაში აცხადებენ, რომ განხილვის თემები არაფორმალური მმართველობა და მედია თავისუფლების საკითხები, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმე იქნება.
 
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს გააცნობს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში დახმარებას სთხოვს.
 
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე კი გეგმავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლისა და არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ესაუბროს.
 
რაც შეეხება პარტიებს, რომელნიც შეხვედრაზე არ მიიწვიეს, „პატრიოტთა ალიანსი“, ამის თაობაზე პარტიაში კომენტარს არ აკეთებს. ხოლო , ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ მას ეს არც გაკვირვებია. 
 
მე კარგად ვიცნობ ამერიკის დემოკრატიის ხარისხს – უკვე ტრადიციად იქცა ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიონ ისეთ შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დისკომფორტი შეექმნას ჩვენს ხელისუფლებას – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა. – პენსი ხვდება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისგანაც იმას მოისმენს, რისი მოსმენაც სურთ. არ გვხდებიან ჩვენ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. უდავოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია უფრო ამერიკისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
 
 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...