მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია. 
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 
1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ხვალვე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. ასევე იგეგმება მისი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
 
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში ხვალ, 1 აგვისტოს დასრულდება. 

სიახლეები

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ახალქალაქიდან 20 კილომეტრში, სოფელ...

ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა

ოთარ ფარცხალაძემ საბძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა. ფარცხალაძე-რომანოვი ამბობს,...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...