მიხეილ სააკაშვილს დღეს დავით ბაქრაძე მოინახულებს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივიდა.
როგორც ბაქრაძე ამბობს, მესამე პრეზიდენტთან პირველ რიგში ადამიანური თანაგრძნობის გამოსახატად მივიდა. მისივე თქმით, ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას სცენარი არ უნდა განმეორდეს.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 24-ე დღეა.