მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაიფურის დასახლებაში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ფაიფურის დასახლებაში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

Published on

ფაიფურის დასახლებაში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, წვიამიან ამინდში აქ წყალი ჩამოდის და ცხოვრება შეუძლებელია, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მცხოვრები დევნილები ხელახალი კომისიის შექმნას და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. „აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ყოველდღე უარესი სიტუაცია გვაქვს და არავინ ჩვენი პატრონი არ არის, მოგვხედოს მთავრობამ და გადაგვიყვანონ აქედან“- აცხადებენ დევნილები. დევნილთა საპროტესტო აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაც შეუერთდა  და დევნილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. საპროტესტო აქცია დევნილებმა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ანგარიშის წარდგენის პარალელურად გაიმართა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...