მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსილიუმი თანახმაა, საჭიროებისას სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში გადაიყვანონ - ექიმი ყიფშიძე

კონსილიუმი თანახმაა, საჭიროებისას სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში გადაიყვანონ – ექიმი ყიფშიძე

Published on

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მაღალი კლასის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა “მკვლელობის ტოლფასია”.

პრობლემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში. ყველა თანხმდება, რომ, შეიძლება, ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში. სააკაშვილს, მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობაა. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გლდანის ჰოსპიტალში გადასვლა იქნება მკვლელობის ტოლფასი. სააკაშვილიც ზუსტად ამას ამბობს”, – თქვა ყიფშიძემ.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...