გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი:ნებართვა გაცემულია 346 ადამიანზე, საბუთი მიიღო 23
კობახია; რატომ ასე ცოტა?
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი: სხვები არ გამოცხადებულან .
კობახია: როგორ არ მოუმართავთ, მაშ როგორ გაიცა ნებართვა იმ 346 კაცზე?
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი: ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას.
კობახია: მაგრამ თქვენ ხომ გამოწერილი გაქვთ ეს 346 მოწმობა?
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი – არა, ჯერ სამუშაო პროცესში ვართ
კობახია: და კიდევ რამდენი ხანი დაგჭირდებათ?
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი : 15 – 20 დღე
კობახია: თქვენ დოკუმენტების პაკეტს ადგენთ და ამუსავებთ სუს- ში გადაგზავნამდე. . ასე არ არის? სუს-მა უკვე ერთი თვეა დაგრთოთ ნება გამოწეროთ მოწმობა ამ 346 კაცზე. რატომ არგაეცით ამდენი ხანი?
გალის საპასპორტო მაგიდის უფროსი: დამატებით ვამუშავებთ იმას, რაზეც ნებრთვა მივიღეთ . მათ გამოცხადებას ველოდებით.
ტყვარჩელის საპასპორტო მაგიის უფროსი: ჩვენ მზადა გვაქვს ოთხი სახის მოწმობა, სუს-ისგან მიღებულია 43 ნებართვა, არიან ისეთებიც, რომელთაც უარი ეთქვათ.
კობახია: მათ საკითხს, ვისაც უარი ეთქვა, ჩვენ არ განვიხილავთ, მაგრამ რატომ არ გაეცით დოკუმენტები იმ 43 კაცზე?
ტყვარჩელის საპასპორტო მაგიდის უფროსი: ამისთვის ქალაქის ადმინისტრაციის ნებართვა გვჭირდება
კობახია: რა შუაშია ადმინსტრაციის უფროსი? რატომ ართულებთ საქმეს და რატომ ქმნით პრობლემებს? ''
განრისხებულმა მინისტრმა კოლეგია დაასრულა სიტყვებით: ,,მოდით, შვწყვიტოთ ეროვნული პროექტის საბოტაჟი. გაეცით აფხაზეთის მოქალაქეებს აფხაზური პასპორტები, ხოლო მოქალაქეობის არმქონეებს – შესაბამისი დოკუმენტები. ჩვენ ოცი წელია ვცდილობთ გავარკვიოთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ რაიონებში და არ არის საჭირო ამისგან ეროვნული ტრაგედიის შექმნა. თუ რამე შეგეშალათ და ბინადრობის მოწმობა გაეცით მასზე, ვისაც ის არ ეკუთვნის, ყოველთვის შეიძლება კვლავ ჩამოვართვათ, ეს ხომ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი არ არის. ჩვენ ყველა შესაძლო წინაღობა მოვხსენით. თუ სუს-მა გასცა ნებართვა, ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი საბუთი. მე არავის მივცემ უფლებას ჩააგდოს ეს ეროვნული პროექტი და თუ თქვენ ბატონო მანარგია (საპასპორტო – სავიზო სამსახურის უფროსი – ოდიში ნიუსი) თავს ვერ ართმევთ ამას, მოიძებნება ის, ვინც ამას შეძლებს. ადექით და ცენტრალურ აპარატთან ერთად ჩადიტ აღმოსავლეთ რაიონებში, ადგილზე გაარკვიეთ ყველაფერი, რაც გინდათ ქენით, მაგრამ დააჩქარეთ ბინადრობის მოწმობის გაცემის ტემპები''.
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ გულუბრყვილობა იქნებოდა ქართველების წრეში ტარებაში მხოლოდ რაიონული საპასპოროტო მაგიდების უფროსების დადანაშაულება. ასლან ნკობახიას და, უფრო მაღლაც, რაულ ხაჯიმბას თვითწარმოჩენა ,,კეთილ მეფედ'' ხელისუფლების პოლიტიკის ორგანული ნაწილია და ეს პოზა მათ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მით უფრო ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ქართველებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად სჭირდებათ – მეისრეები იქ ( და საერთოდ) არაფერს წყვეტენ.