მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი რაფავა პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს

შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი რაფავა პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს

Published on

შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ჭაბუკა რაფავა პროტესტის ნიშნად ტოვებს თანამდებობას და ამ ნაბიჯით სოლიდარობას უცხადებს ყოფილ ძალოვნებს, რომელთა მიმართ, ბოლო დღეებში ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, ჭაბუკა რაფავას პროტესტი გამოიწვია ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავასთვის იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადებამ, რის შემდეგაც ის დააკავეს. დაკავების მიზეზი, სინამდვილეში, რაფავას ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობაა: ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მონაწილეობდა 14 ოქტომბერს თბილისში გამართულ აქციაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ღიად უჭერდა მხარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას.

შეგახსენებთ, ჭაბუკა რაფავამდე პროტესტის ნიშნად თანამდებობა ანაკლიის სასაზღვრო სადგურის ხელმძღვანელმაც დატოვა.

სიახლეები

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...