მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: რევაზ ლაზიშვილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და ვერ მოერია საკუთარ...

ირაკლი ღარიბაშვილი: რევაზ ლაზიშვილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და ვერ მოერია საკუთარ თავს, უბრალოდ დაემორჩილა სხვის ბრძანებას . მორჩა, სხვა არაფერი”

Published on

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი ძალოვნების ჩხრეკა – დაკავებაში სენსაციური არაფერია.

,, თუ პოლიციამ შესაძლო კანონდარღვევაზე ინფორმაცია მიიღო და რეაგირება მოახდინა, “ეს აბსოლუტურად ნორმალურია”. მისივე თქმით, ეს პოლიციის პირდაპირი მოვალეობაა და აქ “არავითარი გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია”.

რაც შეეხება გადამგარ ძალოვანს რევაზ ლაზიშვილი, რომელმაც თანამდებობა დატოვა,ღარიბაშვილის თქმით, იგი ბაჩო ახალიას უახლოესი მეგობარია, პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და ვერ მოერია საკუთარ თავს, უბრალოდ დაემორჩილა სხვის ბრძანებას . მორჩა, სხვა არაფერი”.

გუშინ, 21 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა რევაზ ლაზიშვილმა ზუგდიდში ყოფილი ძალოვნების სახლების ჩხრეკის და დაკავების პროსტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არ შეეძლო კაბინეტიდან ეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებული ქმედებებისთვის და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...