მთავარისიახლეებიკონფლიქტებირატომ ცვივა რუსული თვითმფრინავები აფხაზეთის ციდან სიმინდის ტაროებივით? - გაჯავრებული აფხაზების შავი...

რატომ ცვივა რუსული თვითმფრინავები აფხაზეთის ციდან სიმინდის ტაროებივით? – გაჯავრებული აფხაზების შავი იუმორი

Published on

 მცირეძრავიანი, სასეირნო თვითმფრონავი, რომელიც 27 ივლისს  ჩამოვარდა ბიჭვინთაში და სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ტექნიკურად გამართული იყო და საკმარისი საფრენი რესურსი ჰქონდა, არსებულ ნორმებთან  სრულ შესაბამისობაში იყო  პილოტის კვალიფიკაციის დონეც – აცხადებს  ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო  სატრანსპორტო სამმართველოს უფროსი რობესტან გაბლია.
 
მისი განცხადებით, თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციაშია დარეგისტრირებული, როგორც კერძო მფლობელის, რუსეთის მოქალაქე ო.კუპრინის   საკუთრება. აფხაზეთში შემოყვანილია სათანადო ნებართვის საფუძველზე, ამდენად  რაიმე კანონდარღვევას არც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი. 
ამრიგად, დღემდე გაურკვეველი რჩება, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.
 
აფხაზეთის სოცილაურ ქსელებში წერენ, რომ ეს საქმეც ისე მიიჩმალება, როგორც თვის დასაწყისში, 6 ივლისს მომხდარი კიდევ ერთი კატასტროფა.  როდის გავიგებთ და გავიგებთ კი საერთოდ, რატომ ცვივა რუსული თვითმფრონავები აფხაზეთის ციდან სიმინდის ტაროებივით. იქნებ ეს აფხაზების მიმათ რუსების უნდობლობის გამოწვევისა  და შესაბამისად აფხაზური ტურიზმის მიზანმიმართული ჩაფლავებისთვის კეთდება? ''
 
,,თუ აფხაზეთში ტურიზმი ჩავარდა,  მხოლოდდამხოლოდ რუსეთის ბიუჯეტის იმედად ვრჩებით, ამ ტომრისთვის თავის მოხსნას და აფხაზეთზე ფინანსების დაფერთხვას რუსეთში არავინ ფიქრობს, დამშეული და გარდაუვალი სოციალური ძვრებით დასუსტებული აფხაზეთი კი უფრო სწრაფად  აღმოჩნდება რუსეთის კუჭში, თან ნებაყოფლობით'' .- წერენ სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, 27 ივლისს ბიჭვინთაში  მცირეძრავიანი სასეირნო თვითმფრინავის ჩამოვარდანას სამი ადამიანი ემსხვერპლა – რუსეთიდან ჩამოსული მამაშვილი უკოლოვები  ( გოგონა 11 წლისა იყო) და პილოტი ა. სემიონოვი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავმა მართვა ზღვის თავზე დაკარგა, მაგრამ ხმელეთზე, მდინარის თხელწყალში ჩამოვარდა. სამივე ცხედარი ადგილზევეა ნაპოვნი.  
 
 
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...