მთავარისიახლეებინონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება.

ის ვაშინგტონში უკრაინიდან მიემგზავრება, სადაც ასევე გამართა შეხვედრები პოლონეთის, ლიეტუვასა და საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მამულაშვილმა მათთან შეხვედრისას მესამე პრეზიდენტისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა.

“საქართველოში არის მიტაცებული ხელისუფლება, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ვერ წარდგება იმს სასამართლოს წინაშე, რომელსაც ოლიგარქი მართავს. ამაზე იყო საუბრები ძირითადად. საქართველოში არის მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. შემდეგი ეტაპისთვის ამაზე აუცილებლად გვექნება საუბარი დასავლელ პარტნიორებთან. ვფიქრობ , ქმედითი ნაბიჯები წამოვა”, – თქვა ნონა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 22-ე დღეა, შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს შესაძლოა, ჰოსპიტალში გადაიყვანონ.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...