მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებისადმი მისალმება? ხალხი მღერის ,,მიშა მაგარია'', პენიტენციური სამსახური ოცნებასთან...

როგორ მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებისადმი მისალმება? ხალხი მღერის ,,მიშა მაგარია”, პენიტენციური სამსახური ოცნებასთან თავს იმართლებს

Published on

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საკანი არ შეუცვლიათ. მათი განმარტებით, “სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს”.

პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა სწორედ საშხაპედან მიმართა “გადაძახილით” გარეთ შეკრებილებს.

“საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი, კერძოდ,  ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს” – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მასთან შეხვედრის შემდეგ დაასახელა ადგილი, საიდანაც სააკაშვილი მიესალმა ციხესთან მყოფ მოქალაქეებს.

„მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტექნიკური პროცედურებისთვის გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სადაც მან გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და, შესაბამისად, ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ დაემყარებინა კომუნიკაცია ამ ხალხთან, ვიზუალური კომუნიკაცია ამ შემთხვევაში“, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა

მიხეილ სააკაშვილი კი მადლობას უხდის მოქალაქეებს.

„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.

დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!

შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები“, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის მისალმების შესახებ ილაპარაკა მასთან შეხვედრის შემდეგ თემურ ჯანაშიამ, ექსპრეზიდენტის დაცვის ყოფილმა უფროსმა და პარლამენტის წევრმა.

„მეც მაინტერესებდა, როგორ მოახერხა ფანჯარასთან მისვლა. მითხრა, რომ მოახერხა. მას უნდოდა გადმოეცა გზავნილი, რომ უყვარს საქართველო და უყვარს ქართველი ხალხი. სავარაუდოდ, თავისი საკანი არ იყო. იყო სხვა დანიშნულების საკანი“, – თქვა ჯანაშიამ.

შეკითხვაზე, დღევანდელი აქციის შემდეგ მოსალოდნელია თუ არა სააკაშვილისთვის საკნის შეცვლა ან რეჟიმის გამკაცრება, დეპუტატმა თქვა, რომ არ იცის.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...