მთავარისიახლეებისამართალისასამართლოს გადაწყვეტილებით ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. 
 
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული,  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო. –  ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, რაზეც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამ დასკვნის საფუზველზე  ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს. 
 
ანი მურადელის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობაზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის შედეგებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.
 
ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...