თბილისში, გვიან ღამით ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს

0
279

გვიან ღამით თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ბანერის დაწვა სცადეს. კახეთის გზატკეცილზე განთავსებული ბილბორდი დაზიანებულია.

მომხდარის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა ამ ქმედების ჩამდენი პირები ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არიან

ენმ-ში ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნება  “როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა კოლიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მართველობას გადაიბარეს და  ოპონენტებთან  ბრძოლის თავიანთ სამარცხვინო, ნაცად მეთოდს მიმართეს”

 

წინა სტატიაელიზაბეთ II წლის მოხუცად დაასახელეს, მაგრამ ამ ჯილდოზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაბათუმში, ჩამონგრეულ ნასახლართან მოწყობილ სამგლოვიარო კუთხესთან კარლ ჰარცელი და ლორენს მერედიტი იმყოფებოდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური