მთავარისიახლეებიმსოფლიო,,Ждите ответа, гады!'' - რუსეთის ვიცეპრემიერის მუქარა რუმინეთის ხელისუფლებას, რომელმაც...

,,Ждите ответа, гады!” – რუსეთის ვიცეპრემიერის მუქარა რუმინეთის ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ შეუშვა იგი

Published on

 „ბი-ბი-სის ცნობით, “ რუმინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის უფლება არ მისცა თვითმფრინავს, რომლითაც  რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი კიშინიოვში, მოლდოვას პრეზიდენტთან   იგორ დოდონთან მოლაპარაკებებზე მიემგზავრებოდა. ამის შემდეგ კი  პრეზიდენტთან და დნესტრისპირეთის ლიდერ ვადიმ კრასნოსელსკისთან ერთად  მონაწილეობა უნდა  მიეღო მემორიალურ ღონისძიებებში დნესტრისპირეთსი ,,მშვიდობისმყოფელი  ოპერაციის'' 25 წლისთავთან დაკავშირებით .
 
თავდაპირველად ცნობა ამის შესახებ,  გაავრცელა  მოლდოვაში რუსეთის ელჩმა ფარიტ მუხამეტშინმა, რომელიც ვიცე პრემიერს კიშინიოვის აეროპორტში უნდა დახვედროდა,  
 
,,აეროპორტში შემატყობინეს, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ არშეუშვა როგოზინის თვითმფრინავი თავის საჰაერო სივრცეში, რომლის გავლითაც უნდა ჩაფრენილიყო მოლდოვაში, არადა ეს ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავი იყო (  S7 Airlines, რეგულარული რეისი მოსკოვი – კიშინიოვი მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, სად უნდა დამჯდარიყო ამის შემდეგ თვითმფრინავი,  დამთავრდა იმით, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  იგი ი მინსკის სათადარიგო აეროდრომზე დამჯდარიყო.
 
აღსანიშნავია, რომ ელჩის გარდა როგოზინს აეროპორტში საპროტესტო ტრანსპარანტებით  ელოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც 1992 წელს იბრძოდა დნესტრისპირეთში და  მოლდავეთისა და რუმინეთის გაერთიანების მომხრეა. ამიტომ   აეროპორტის VIP- დარბაზის ყველა შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილი იყო ხელკეტებითა და სხვა სპეცმოწყობილობებით აღჭურვილი პოლიციელების გაძლიერებული კორდონებით.
 
მოგვიანებით, როგოზინმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ მშვიდობიანად დაეშვა მინსკში და  მრისხანედ დასძინა:
 
,Ждите ответа, гады!'' – ,,ელოდეთ პასუხს, ნაძირლებო!'' – არ მეტი არც ნაკლები, ასე ,,დიპლომატიურად'' შეუთვალა  რუსეთის ვიცეპრემიერმა  მუქარა რუმინეთის ხელისუფლებას .
 
 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუგზავნა საპროტესტო წერილი რუმინეთს, ხოლო რუსი პოლიტიკოსები ისტერიულად მოუწოდებენ   ხელისუფლებას გაამკაცროს ზომები  ბუქარესტის მიმართ.  
 
რაც შეეხება  ავიაკომპანიის პოზიციას, სპეციალურ განცხადებაში იგი ამბობს, რომ    მის თვითმფრინავს რუმინეთის  საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალა ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის ორგანიზაციის სამსახურმა იმ მოტივით, რომ,  ბორტზე იმყოფებოდა ,,სანქცირებული პერსონა ''. როგოზინი შეტანილია ევროკავშირისა და აშშ-ს ,, სანქცირებულთა სიაში'' მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი შეიერთა.  
 
 
 

 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...