მთავარისიახლეებიპოლიტიკარას და ვის მალავს დავით ნარმანია? – ერთ დღეში დასაქმებული 600-ზე...

რას და ვის მალავს დავით ნარმანია? – ერთ დღეში დასაქმებული 600-ზე მეტი ადამიანი ხელფასებით 1250 ლარიდან 5 625 –მდე

Published on

დავით ნარმანიამ ივნისში მერიასა და გამგეობებში 600-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, პოსტებზე დანიშვნის ბრძანებას ხელი ერთ დღეში მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ ,,რუსთავი2–ის'' გადაცემის ,,კურიერის'' გუშინდელ გამოშვებაში გავრცელდა.
 
"კურიერის'' მიერ მოპოვებულია   ორი განკარგულება, რომელსაც თბილისის მერი აწერს ხელს – დოკუმენტებით დგინდება, რომ თბილისის მერმა დასაქმებულთა  ვინაობა საკრებულოს წევრებსაც კი დაუმალა. დოკუმენტებში მხოლოდ თანამშრომლების ხელფასები წერია, თუმცა მათ მონაცემები წაშლილია. ამ განკარგულებების თანხმად , დასაქმებულების მინიმალური ხელფასი 1250 ლარიდან იწყება და 5625 ლარამდეც კი აღწევს. 
 
„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული კიდევ ერთი სკანდალური დოკუმენტით ირკვევა, რომ დავით ნარმანიას მედეგობის საკითხებში მრჩეველი ეყოლება, რომელსაც ყოველთვიურად 5200 ლარს გადაუხდის, ანუ თბილისის მრჩეველს მერიაში მერზე უფრო მეტი ხელფასი ექნება.
 
ახალი მაღალანაზღაურებადი მრჩევლის ვინაობას ნარმანია მალავს, ოფიციალურ დოკუმენტებში არც მისი ვინაობა წერია. 
 
რაში ხარჯავს რამდენიმე მილიონს, ხალხის ფულს თბილისის მერია, ამ კითხვაზე დავით ნარმანია გაღიზიანდა.
თბილისის მერი მწვავე კითხვებს გაექცა, დავით ნარმანიას მისივე სკანდალურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურს. – ნათქვამია ,,კურიერის'' სიუჟეტში.
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...