მთავარისიახლეებიდაუყოვნებლივ შეწყვიტეთ, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მოშიმშილე...

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მოშიმშილე სამხედროებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ერთ-ერთი მათგანის, რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მათ მოუწოდებს, შიმშილობა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.

“გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი.

მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვითხოვო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, – ნათქვამია წერილში.წერილი მედიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...