მთავარისიახლეებითუ ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, სავარაუდოდ ახალი შეზღუდვები დაწესდება - ამირან გამყრელიძე

თუ ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, სავარაუდოდ ახალი შეზღუდვები დაწესდება – ამირან გამყრელიძე

Published on

თუ ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, სავარაუდოდ ახალი შეზღუდვები დაწესდება – ამაზე ამირან გამყრელიძე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა დაიწყო და წინ რთული ნოემბერია

“სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება” – ამბობს გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან

დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 28 ადამიანი. ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ncdc-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %, ხოლო ორივე დოზით – 31.5%

16 ოქტომბერს სულ რაღაც 4 681 ადამიანი აიცრა.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...