მიხეილ სააკაშვილთან საკანში მისი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა. შესვლამდე მან თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ექიმების კონსილიუმის შეხვედრა სამშაბათს, 19 ოქტომბერს შედგება.
“სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან ვამბობ, რომ – უარესად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვიტყოდი, რომ დამაკმაყოფილებელია. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ჩაგაჯინოთ საკანში და 2 კვირა არაფერი გაჭამონ, იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?”. – თქვა ყიფშიძემ.
დღეს ნიკოლოზ ყიფშიძე შეხვდება ციხის ექიმებს და მიხეილ სააკაშვილის ანალიზებს გაეცნობა. მიხეილ სააკაშვილი უკვე 17 დღეა, შიმშილობს.