მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტად ჩამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტად ჩამოდის

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯეი ოსტინი III-ის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩო განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე.

მათივე ცნობით, ვიზიტისას თავდაცვის მდივანი საქართველოს დაუდასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ.

საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით.

ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში…

გარდა ამისა, მდივანი ოსტინი გამოიყენებს შესაძლებლობას, ვიზიტის დროს მოინახულოს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებში, გაეცნოს მათ როლს რეგიონში, მადლობა გადაუხადოს მათ და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის დეპარტამენტის მისიასა და ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.

თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი III, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გარდა უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა. ასევე, ჩავა ბელგიაში ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...