რუსთავის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ქართული ოცნების მომხრეები აქციას მართავენ.
ისინი აპროტესტებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
აქციის ორგანიზატორი შაკო კუჭაშვილია, რომელიც პროსახელისუფლო და ანტიოპოზიციური აქტივობებით არის ცნობილი. აქციაში მონაწილეობენ ტრისტან წითელაშვილიც, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით იყო დაკავებული, ანტიდასავლური გაზეთის, ასავალ-დასავლის ჟურნალისტები და ქართული ოცნების სხვა მომხრეები