მთავარისიახლეებისაჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ააიპის თანამშრომლები - ვინ დახვდა თბილისისკენ...

საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ააიპის თანამშრომლები – ვინ დახვდა თბილისისკენ მიმავალ კოლონას ცოცხებით?

Published on

ადამიანები, რომლებიც გუშინ თბილისში მშვიდობიან აქციაზე მიმავალ კოლონას გზაში ცოცხებით ხელში დახვდნენ, იდენტიფიცირებულები არიან. საერთო პარტიული დავალების შემსრულებლები ყველა რეგიონში „ქართული ოცნების“ წევრები, საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ააიპების თანამშრომლები არიან და ხელფასებს ბიუჯეტიდან იღებენ. ზუგდიდიდან თბილისში მიმავალ კოლონას გზად, სამტრედიაში ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი და ახლადარჩეული დეპუტატები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია და მათთან ერთად დაახლოებით 40 ადამიანი დახვდა. გავრცელდა ფოტო ვიდეო მასალა სადაც ისინი მშვიდობიან მომიტინგეებს გზაში ცოცხებით ხელში ხვდებიან.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა, რომელიც სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებოდა, აცხადებს რომ არავის დავალებით იქ არ მისულა, ეს არ იყო ხელისშეშლა და ცოცხებით პროტესტის პრობლემას ვერ ხედავს, უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ კოლონამ თავად შეუშალა ხელი ქუჩაში ცოცხებით მდგარ აქციის მონაწილეებს.გავრცელებულ კადრებსა და ფოტოებში შსს-ს თანამშრომლებიც მოხვდნენ, რომლებიც სახეს ცოცხებით იფარავენ, თუმცა, ფოტოზე ის იარაღი ჩანს, რომელმაც მათი სტატუსი გაშიფრა.შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, დილით, მას შემდეგ რაც ათასობით ადამიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად კოლონებით რეგიონებიდან თბილისისკენ დაიძრა, მმართველმა პარტიამ პროტესტის გამოხატვის ფორმად მსვლელობის ცოცხებით ჩაშლა სცადა.

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...