რუსთავის #17-ე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი მსჯავრდებული დაშავდა. ინფორმაცია პატიმრების ნათესავებს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიაწოდა.
მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილმა მსუბუქი დაზიანება მიიღო – “კვამლი ჩაისუნთქა”.
პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სხვა დაშავებული არ ჰყავთ. უწყების თანამშრომელი ჟურნალისტებს ხანძართან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე აღარ ესაუბრა