მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიხეილ სააკაშვილს  შეუძლია მიდგომებში ძალიან ინოვაციური იყოს და გააკვირვოს მომხრეც და...

,,მიხეილ სააკაშვილს  შეუძლია მიდგომებში ძალიან ინოვაციური იყოს და გააკვირვოს მომხრეც და მოწინააღმდეგეც” – დავით დარჩიაშვილი

Published on

,,აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, მიხეილ სააკაშვილს  კიდევ შეძლებია გააკვირვოს თავისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც, –  განაცხადა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მიდგომებში ძალიან ინოვაციური იყოს.

„გულწრფელად, რომ გითხრათ, 2016 წლისთვის გამიჩნდა გარკვეული ეჭვი, რომ ის მუხტი, გამჭრიახობაც, რა ენერგიაც მისგან მოდიოდა 2003-ში და ასე შემდეგ, ისტორიას ჩაბარდა, ის ისტორიული ფიგურაა, მაგრამ ყველაფერ ამის რამენაირად შემობრუნება ჩანს, ვეღარ მოხდება, სხვა ფორმებია საჭირო ქვეყნის განვითარებაში, პოლიტიკური პროცესის განხორციელებაში, პერსონაჟებში. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, მას კიდევ შეძლებია ის, რომ გააკვირვოს თავისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც… მას შეუძლია ძალიან ინოვაციური იყოს ამ მიდგომებში. როცა პოლიტიკოსის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი რეზონირებს, იწვევს დიდ ემოციებს, ვიღაცისთვის მიუღებელს და იწყება რაღაცნაირად დარაზმვა, სხვებში კიდევ ენთუზიაზმს, მუხტს, პოლიტიკოსი მეტი რა არის? მთავარია, მას მოსდევდეს გარკვეული რეაქცია, რეზონანსი, ის შესაბამისად გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

სიახლეები

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი...